18 მაისი 2024,   08:17
ვრცლად
ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" სავარაუდოდ, დაიშლება

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" სავარაუდოდ, დაიშლება. „პატრიოტებს“ ჯერჯერობით დავით ჭიჭინაძის შემცვლელი მოძიებული არ ჰყავთ. ჭიჭინაძემ კი უკვე დაანონსაპატრიოტებიდან“ გასვლა.

ფრაქცია „საქართველოს“ პატრიოტების თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრები არ აპირებენ თავად დაიწყონ მე-6 დეპუტატის ძებნა, რომელიც ფრაქციის შესაქმნელადაა საჭირო.

„ჩვენ დღეს არ ვაპირებთ არავისთან მისვლას და საუბარს თემაზე, რომ ის შემოვიდეს ჩვენთან ფრაქციაში, რომ ფრაქცია არ დაიშალოს. ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ შემოვიდეს და ფრაქციაში გაწევრიანდეს, სიამოვნებთ მივიღებთ, თუ არადა სიამოვნებით დავიშლებით და უფრო მეტის საშუალება გვექნება სამომავლოდ, ვიდრე დღეს გაგვაჩნია,“- განაცხადა გიორგი ლომიამ.

დღის ამბები