18 მაისი 2024,   09:32
ვრცლად
მოსამართლეთა უვადო გამწესება - ეკა ბესელია კონსულტაციებს აგრძელებს

ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მოსამართლეების უვადო გამწესებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო საბჭოში შემავალ მეცნიერთა ჯგუფს ხვდება.

„მოსამართლეები არა მარტო უზენაეს სასამართლოში, არამედ საერთოდ უნდა გამწესდებოდნენ ხოლმე ორი მთავარი პრინციპით. ერთი, ეს არის კეთილსინდისიერება, მეორე - ეს არის კომპეტენტურობა და ასე ვთქვათ, კვალიფიციურობა. ამის ჩაშლა უნდა მოხდეს მერე, მე რაც მოგახსენეთ, იმის წვრილმანად ჩამოყალიბება. იმდენი მოდელი არსებობს მსოფლიოში და იმდენი შესაძლებლობა არსებობს, რომ ერთადერთი, რაც რჩება, რჩება საკითხი იმის თაობაზე, თუ ქართულ სინამდვილეს რომელი უფრო მოერგება იმათგან, რომელიც ასე ვთქვათ, ცნობილია,“ - ამბობს ყოფილი მოსამართლე, სამართლის დოქტორი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები