18 მაისი 2024,   09:53
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბიძინა ივანიშვილს დახურულ კარს მიღმა უკვე ოთხი საათია, ხვდებიან

უკვე ოთხი საათია, უმრავლესობის წევრები ბიძინა ივანიშვილთან ერთად კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას მართავენ.

მოლაპარაკებას ესწრება ეკა ბესელიაც, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეს და დაპირისპირებულ თანაგუნდელებს დღეს პირველად შეხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებითაც იმსჯელებს, თუმცა, განხილვის მთავარი თემა, კვლავ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და სამუშაო ჯგუფი იქნება.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ განხილვის მთავარი თემა, ისევ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებია, რამაც მმართველ გუნდში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

დღის ამბები