17 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
მათ უბრალოდ არ უნდათ, რომ ეს კლანის წევრები სასამართლო სისტემიდან წავიდნენ-ეკა გიგაური "ქართულ ოცნებაზე" საუბრობს

განსხვავებული აზრი არ ნიშნავს რომელიმე პარტიასთან აფელირებას - "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელ განცხადებას, სადაც ოპოზიციასთან ერთად კრიტიკის ობიექტი სამოქალაქო სექტორიც იყო, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან. მესამე სექტორში ამბობენ, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება კატასტროფულია და იმ საქმეებს ასახელებენ, რომლებიც ამ ფაქტის ნათელი დადასტურებაა. საწინააღმდეგოს ამტკიცებს მმართველი პარტია და ამბობს, რომ თვისობრივად გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და მიუღებელ დისკრედიტაციას "ქართული ოცნება" არ დაუშვებს.

"პოლიტსაბჭოს განცხადებიდან აშკარად ჩანს, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურად აფასებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები თუ რა ხდება დღეს ჩვენს სასამართლო სისტემაში. დღეს ყველაფრით, ყველა მეთოდით იცავს კლანს სასამართლოს სისტემაში და მათ უბრალოდ არ უნდათ, რომ ეს კლანის წევრები სასამართლო სისტემიდან წავიდნენ. მათ უნდათ ლევან მურუსიძე იყოს სასამართლო სისტემაში,"-აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე კი ხელისუფლებას იმ საქმეებს ახსენებს, რომლის მიმართაც არაერთი კითხვა არსებობს და ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენების გაზრდილი რაოდენობა, ამ ფონზე ბევრს არაფერს ნიშნავს. 

"ეს არის მარტივი მოცემულობა, როდესაც ხელისუფლებას იქ სადაც არ აქვს პასუხი კრიტიკულ კითხვაზე, ხელისუფლება საუბრობს ნიშნის მოგებით. აქვე მინდა ხელისუფლებას შევახსენო არაერთი საქმე მაგალითად "ბირჟა მაფიის" საქმე, მაგალითად "რუსთავი 2"-ის საქმე, ამ საქმეებში არსებობს უამრავი კითხვა და როცა ხელისუფლება საუბრობს გაზრდილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობაზე, ეს პირდაპირი ბევრს არაფერს არ ნიშნავს, თუკი არსებობს საქმეები ქვეყანაში, რომლის მიმართაც საზოგადოებას აქვს კითხვები,"-აცხადებს სულხან სალაძე.  

დღის ამბები