18 მაისი 2024,   07:56
ვრცლად
ია კერზაიას საქმე და განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლა - განათლების მინისტრთან დეპუტატების შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრი მორალურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას იღებს. 

განცხადება მინისტრმა პარლამენტში გააკეთა, მაგრამ მიხეილ ბატიაშვილს კომიტეტის სამსაათნახევრიანი სხდომის განმავლობაში არც ერთხელ უხსენებია, რომ უწყებამ, რომელსაც ის ხელმძღვანელობს შეცდომა დაუშვა.

მინისტრი ამტკიცებდა, რომ უწყებამ სასწრაფო რეაგირება სამინისტროში შესული ანონიმური წერილის საფუძველზე მოახდინა, რომელიც სკოლაში არსებულ დარღვევებზე მიუთითებდა.

„ჩვენ ვალდებული ვართ ნებისმიერ ამ წერილზე, რა ფორმითაც არ უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს, ნებისმიერ ამ დარღვევაზე ვიმოქმედოთ. შესაძლებელია ასეთი რეაგირების განხორციელება სწრაფად,  იმიტომ, რომ როდესაც არსებობს ელექტრონული სისტემა დოკუმენტების გადაწერა ხდება შინაარსის და სათაურის გაცნობის შემდეგ ეგრევე ხდება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ 6 საათზე გაემგზავრა, 7 საათზე გაემგზავრა, მთავარია, რომ ქმედება იყო დროული,“-განაცხადა ბატიაშვილმა.

განათლების მინისტრს ოპოზიციამ არაერთხელ შეახსენა, რომ ლავრენტი ქირია, რომელიც ანონიმური წერილის ავტორია და რომელიც მე-6 საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებზე წერდა, არარსებული პიროვნებაა.

უსამარცხვინოესი პასკვილი, რომელიც არავის დაწერილი არ არის, ამ წერილის ავტორი არ არსებობს,“-მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მინისტრს.

მათივე თქმით, იმ ხარვეზების გამოსწორებას კი, რის შესახებაც წერილშია საუბარი, განათლების სამინისტროსგან თავად ია კერზაია გაცილებით ადრე ითხოვდა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ია კერზაიასთან დაკავშირებით,  მიხეილ ბატიაშვილმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

„თქვენ ეს დაგავალეს, გამოუცდელი ხართ ამ სფეროში, სხვების მიღებულ ცუდ გადაწყვეტილებას იმკით ახლა თქვენ. ახლა მე გეკითხებით, როგორც მოხვედით საკუთარი ნებით, წახვალთ თუ არა ამ მოვლენების შემდეგ საკუთარი ნებით,“-მიმართა განათლების მინისტრს ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

განათლების მინისტრის დაცვა მმართველი გუნდის წევრებმა სცადეს. განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წევრების განცხადებებს სპეკულაცია უწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები