18 მაისი 2024,   08:16
ვრცლად
"ვითხოვთ გადადგეს, როგორც უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე" - უფლებადამცველები სოფო კილაძის წინააღმდეგ 

უფლებადამცველები სოფო კილაძის წინააღმდეგ - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, კილაძის გადადგომას ითხოვენ. 

უფლებადამცველები კილაძეს არაკომპეტენტურად და არაპროფესიონალად მიიჩნევენ და ამ მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.

მათი თქმით, სოფო კილაძე უფლებადამცველ ორგანიზაციებთან არ თანამშრომლობს, რეაგირებას არ ახდენს გადაგზავნილ განცხადებებზე და უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
პირადი სიმპათიებით არჩევს, ვისი უფლებები დაიცვას და ვისი არა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ გადადგეს, როგორც უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, იმიტომ, რომ უბრალოდ პარადოქსულია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, როდესაც მიგაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, არის პირადი არჩევანი. მისი მოქმედება არ ჯდება არანაირ ეთიკაში და განსაკუთრებით პარლამენტარის ეთიკაში. შესაბამისად, ჩვენი ჩართულობა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში პრაქტიკულად გამორიცხულია, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ცდილობს შეგავიწროვოს, სამუშაო გრაფიკიდან ამოგაგდოს,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ.

დღის ამბები