18 მაისი 2024,   07:58
ვრცლად
პატარა რომ ვიყავი, არასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი, როგორც პრეზიდენტი - ზურაბიშვილი ლევილს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა, რა პრობლემები აქვთ მათ უცხოეთში სწავლის დროს და გეგმავენ თუ არა საქართველოში დაბრუნებას.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ლევილსაც ეწვია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ბავშვობისას ვერასდროს იფიქრებდა, რომ ლევილში სწორედ პრეზიდენტის სტატუსით დაბრუნდებოდა.

„არის ძალიან განსაკუთრებული. აქ რომ პატარა ვიყავი და ზოგჯერ შაბათ-კვირას აქ ვთამაშობდით, არასდროს არ ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს ჩამოვიდოდი და დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები