17 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა - მოქალაქეებს პეტიციაზე ხელის მოწერის შესაძლებლობა ოთხშაბათიდან ექნებათ 

ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც სურს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა ელექტრონულად დააფიქსიროს, პეტიციაზე ხელის მოწერის შესაძლებლობა ოთხშაბათიდან ექნება.

ელექტორნულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობა მიხელ სააკაშვილისა და რომში ჩასული ემიგრანტების დისკუსიის მთავრი თემა იყო. შეხვედრიდან გამოსული ქართველი ემიგრანტები ინიციატივის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, რამაც მათი თქმით, არჩევნების გაყალბება და ზეწოლა უნდა გამორიცხოს.

შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან რომში ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.  საქართველოს მესამე პრეზიდენტთან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მეოთხე შეხვედრა დიდი ალბათობით საბერძნეთის დედაქალაქში შედგება.

„ჩვენ მოვითხოვთ ელექტრონულ არჩევნებს. ეს უნდა მოისმინოს მთავრობამ. ჩვენ იძულებული უნდა გავხადოთ, რომ ჩვენ ყველამ ჩვენი ტელეფონებიდან მივცეთ ხმა. რატომ არ აწყობთ სამართლიანი არჩევნები,“-განაცხადა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები