სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა, კრიტერიუმები და პროცედურები - ამ საკითხების განხილვას კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დღევანდელ გაფართოებულ შეხვედრაზე აპირებს.
მესამე სექტორში იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე უნდა ისაუბრონ, რომელიც ამ დროისთვის სასამართლო სისტემაშია შექმნილი.
„იქნება საუბარი, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასევე თავმჯდომარის შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ნომინირებული მოსამართლეები ერთი მხრივ, არ იყოს ერთპიროვნულად კლანის მიერ არჩეული, არამედ ეს იყოს საბჭოს წევრებისა და მოსამართლე და არამოსამართლე წევრების 2/3 უმრავლესობით. მეორე მხრივ, პარლამენტშიც მოგვეცეს საშუალება, სრულად გამოკვლევის იმ კანდიდატების,რომელებიც იქნებიან ნომინირებული და ამის საფუძველზე მიიღოს პარლამენტმა გადაწყვეტილება“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.