ხანძარი თბილისში - მეხანძრე-მაშველები კოხრეიძის 33 ნომერში ცეცხლის ლიკვიდირებას ამ დრომდე ცდილობენ.
ცეცხლი ნაძალადევის რაიონში, დევნილთა დასახლებაში ორსართულიანი შენობის სხვენში გაჩნდა. დაშავებულია ერთი პირი, ის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"კურიერის" ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. ადგილზე სასწრაფო და 10 სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187 მუხლით დაიწყო , რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით გულისხმობს.