17 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
„არ ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა შეხვედრა და ვინ აკრძალა ესეც დღემდე ვერ გავარკვიე" - ზურაბ აბაშიძე ივანიშვილთან შეხვედრაზე

გრიგორი კარასინთან პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს პარლამენტში უმწვავეს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. როგორც ცნობილია პრაღაში გამგზავრებამდე ზურაბ აბაშიძემ კონსულტაციები გაიარა ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც პარტიის თავმჯდომარეა და წესით არ უნდა ერეოდეს ამ ფორმატის მოლაპარაკებაში.

ზურაბ აბაშიძე უკვე საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ვინ აკრძალა ან რატომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა თუნდაც მსგავსი ფორმატის წინ.

„არ ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა შეხვედრა და ვინ აკრძალა, რატომ აკრძალა ესეც დღემდე ვერ გავარკვიე. ბატონი ბიძინა, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აუცილებლად უნდა იყოს საქმის კურსში როგორ  მიმდინარეობს ეს ფორმატი.  მით უმეტეს მის დროს შეიქმნა. მე მას შევთავაზე რომ მიმეწოდებინა  ინფორმაცია. ასე, რომ იყო ინფორმაციული სახის შეხვედრა. ის მუქარის შემცველი კომენტარები რაც გაკეთდა იმ დღეს ბატონი კარასინის  მიერ, თავდაცვის მინისტრის მიერ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს  ჩვენი აზრით უპირველეს ყოვლისა რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს უყენებს ზიანს,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კითხვაზე შეხვედრა თუ არა ბიძინა ივანიშვილს მას შემდეგ, რაც ის პრაღიდან დაბრუნდა, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრა არ შემდგარა, თუმცა მას აქვს პირადი ძალიან კარგი დამოკიდებულება პარტიის ლიდერთან და მზად არის მასთან ნებისმიერ დროს სასაუბროდ.

„აღარ მქონია შეხვედრა მაგრამ სიამოვნებით  შევხვდები. მე მასთან მაქვს ძალიან კარგი პირადი დამოკიდებულება. ყოველთვის ვხვდებოდი და სიამოვნებით შევხვდები მომავალშიც. მე პარტიულობის გამო არ დავუნიშნივარ ამ თანამდებობაზე,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები