"არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ" - გაზეთი "კვირის პალიტრა" მამუკა ხაზარაძის 3-გვერდიან სტატიას აქვეყნებს. "თიბისის ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებზე დეტალურად საუბრობს.
მამუკა ხაზარაძე განმარტავს, რომ ანაკლიის რეალიზების უფლება მათ კვირიკაშვილის პრემიერობის დროს სერიოზული კონკურენციის შედეგად მიიღეს, და შემდეგ თითქმის 2 წელი დასჭირდათ სახელმწიფოსთან კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად.
ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება სატრანსპორტო გზას და რკინიგზას, რომლის მშენებლობაც მათი მოთხოვნის მიუხედავად ამ დრომდე არ დაწყებულა, რაც ბანკების მხრიდან ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს.
კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ ფოთის პორტის მოდერნიზაციამ შეძლოს ანაკლიის ფუნქციების შეთავსება, ხაზარაძე ამბობს, რომ ეს წარმოუდგენელია.