"დატოვე პარლამენტი ქუთაისში" - ამ მოწოდებით აქცია-პერფორმანსი დღეს ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება.
ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავზე, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანას ამჯერად ქუთაისელი მხატვრები გააპროტესტებენ. ისინი საკუთარ ნამუშევრებს გამოფენენ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პარლამენტის ქუთაისში დაბრუნების მოთხოვნა, პროტესტია იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება რეგიონების მიმართ ახორციელებს.