სირიაში პანკისის ხეობიდან ჩასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. 25 წლის ამირან ბორჩაშვილი სოფელ დუმასტურის მკვიდრი იყო. სირიაში ის 4 წლის წინ თანასოფლელ, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად წავიდა და "ისლამური სახელმწიფოს" რიგებს შეუერთდა.
ასლანბეგ ბორჩაშვილი მალევე დაიღუპა. ამირან ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ კი ახლა გახდა ცნობილი. პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდის დაღუპვის ეს უკვე 34-ე შემთხვევაა.