17 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ძლიერი ხანძარი დიდ დიღომში - ტექნო-ლუქსის საწყობში ცეცხლის გაჩენის შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი 

ძლიერი ხანძარი დიდ დიღომში - დამწვარია ტექნო-ლუქსის საწყობის, დაახლოებით 1800 კვადრატული მეტრი ფართობი. საწყობს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. ხანძრის სწარაფად გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო. საჭირო გახდა დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება. ცეცხლის ჩაქრობას 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება მუხლით, რომელიც ცეცხლის წაკიდებით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე მუშაობას დილიდან დაიწყებენ.

დღის ამბები