17 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
"ხელზე აქვს დაზიანებები, პირიდან სისხლი გადმოსდიოდა" - ზაქრო ამონაშვილის ოჯახი პოლიციას ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

სოფელ კალაურში მცხოვრები ზაქრო ამონაშვილი პოლიციის თანამშრომლებს, ცემასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. 24 წლის მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, მათ შვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები სახესა და მკლავზე აქვს მიყენებული.

ამონაშვილი სამართალდამცველებს პოლიციის განყოფილებაში, თბილისში მომხდარ ერთ-ერთ ინციდენტთან დაკავშირებით მიყავდათ.

თვითმხილველების თქმით, სამართალდამცველები ამონაშვილის მანქანაში ძალით ჩასმას ცდილობდნენ, რა დროსაც მას დედა მიეშველა, რომელიც ასევე ნაცემია.

ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა ამონაშვილები პოლიციას მუქარაში ადანაშაულებენ. ოჯახმა გენინსპექციას და სახალხო დამცველის აპარატს უკვე მიმართა.

"მივადექით ამ მდგომარეობას, რომ ბავშვი არის მოთხუპნული მთლიანად, პირიდან სისხლი გასდის და კონკრეტულად მიზეზს ვერ მეუბნებიან, რატომ მიათრევენ და სად მიჰყავთ. დაბლა გვაგორავეს და გვათრიეს და ეს იყო კარგად ნაცემი. პოლიციელს ხელით ჰყავდა დაჭერილი, თვითონ მანქანაში იჯდა და ესენი ზედ ხელზე ხტუნაობდნენ. ხელზე აქვს დაზიანებები, პირიდან სისხლი გადმოსდიოდა,"-აცხადებს ზაქრო ამონაშვილის დედა, მაია ამონაშვილი. 

დღის ამბები