სვანეთის მოსახლეობა ხუდონჰესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს მორიგ ფარსად მოიხსენიებს. ხაიშის თემის სახელით ვიდეომიმართვა, თემის ერთ-ერთმა წევრმა ჩაწერა.
ზურაბ ნიჟარაძის თქმით, ტყუილია თითქოს ხაიშში ჩასული მუშა ჯგუფის მიზანი ალტერნატიული ვარიანტების მოძიება იყო.
ადგილობრივები ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებენ - კანონის ძალით სამუდამოდ დასრულდეს ხუდონჰესის პროექტი; გაკეთდეს დეტალური ანალიზი იმ ყველა ჰესის შესახებ, რომლის მშენებლობაც იგეგმება და ასევე „ტრანს-ელექტრიკა ჯორჯიასთვის" 8 წლის წინ მათი მტკიცებით, უკანონოდ გადაცემული მიწები, ხაიშის თემს დაუბრუნდეს. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სვანეთის მოსახლეობა ამბობს, რომ აქციები გაგრძელდება.