17 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
მშენებლობა, სადაც მუშებს მუშაობა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ - "კურიერის" ინფორმაციით, სასტუმრო "ქართული ოცნების" დეპუტატის ოჯახის საკუთრებაა

სიცოცხლისათვის სახიფათო სამშენებლო ობიექტები და დაუცველი მუშები - ფაქტის ამსახველი კადრები "რუსთავი2"-ს მიაწოდეს. საუბარია თბილისში, იალბუზის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე. 

იალბუზის ქუჩაზე სასტუმრო შენდება და მას კომპანია “პლაზა პლიუსი“ აშენებს. „კურიერის“ ინფორმაციით, სასტუმრო  “ქართული ოცნების” დეპუტატის ისკო დასენის ოჯახს ეკუთვნის.

ადგილზე „კურიერმაც“ გადაიღო ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ იალბუზის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე, მუშები მაღალ სიმაღლეზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მუშაობენ.

უსაფრთხოების ნორმების დარღვევას მშენებლობის ხელმძღვანელი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მშენებლობაზე ყველა შესაბამისი სტანდარტი დაცულია.

უსაფრთხოების ნომრების შესაძლო დარღვევის ფაქტს ეხმაურებიან შრომის ინსპექტირების სამსახურში. უწყებაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ფაქტები დადასტურდება, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და სამშენებლო სამუშაოები შეჩერდება.

დღის ამბები