17 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
36 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა

უბედური შემთხვევა რუსთავში. 36 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. ტრაგედიის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით გაზის გამათბობელი გახდა, რომლიც მოულოდნელად გაითიშა, რის გამოც ბინაში გაზი დაგროვდა. გარდაცვლილი მამაკაცი სამხედრო მოსამსახურე იყო, ის რუსთავში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა შემთხვევისას მამაკაცი ბინაში მარტო იმყოფებოდა. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები