სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებას ფილარმონიასთან დაკავშირებით საია-ს თავმჯდომარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას უწოდებს. სულხან სალაძე ეჭვობს, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზის ამჟამინდელი მმართველი კომპანია თანამდებობის პირების - კერძოდ კი მიხეილ გიორგაძის გამოყენებით ცდილობს საკითხი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ქონების მართვის სააგენტომ დავალიანების გამო "ინთერნეიშენალ ივენთს” ხელშეკრულება შეუწყვიტა, თუმცა სააგენტომ გუშინ ჯერ კიდევ იანვარში გამოქვეყნებული განცხადება უარყო. ქონების მართვის სააგენტოს თავდაპირველი განცხადების შემდეგ, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ფილარმონიის მისთვის გადაცემა ითხოვა.