17 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს

მძიმე კრიმინოგენული ვითარების კიდევ ერთი მსხვერპლი - ქურდებმა ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას საცხოვრებელ სახლშიც შეაღწიეს.

წყნეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 20 ნომერში გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლში ქურდები სავარაუდოდ ღამით შევიდნენ. შს სამინისტროში ქურდობის ფაქტს არ ადასტურებენ, მაგრამ როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტის გამო მინისტრის მეზობლები გამოკითხეს. 

როგორც ქობულიას მეზობლები ამბობენ, ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და მინისტრის ბინიდან საკმაოდ ღირებული ნივთებია მოპარული.

„გავიგე,რომ გაძარცვეს, მაგრამ ვინ და როდის არ ვიცი. არ ვიცი რა არის წაღებული, მაგრამ ბევრ რამეს წაიღებდნენ, მდიდრული სახლია ძალიან. გავიგე, რომ გაძარცვეს საღამოს ეს სახლი, დაცვის პოლიცია წესით კი აქ არის ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს არ არიან,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეზობელი, რომელიც ქობულიას სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, ამბობს, რომ მინისტრის სახლში მომხდარი ქურდობის შესახებ ინფორმაცია აქვს, იცის ისიც, რომ სახლიდან ნივთები წაღებულია.

დღის ამბები