17 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
„სახლის გატეხვაზე ვერაფერს გეტყვით, ეს პირადი კითხვაა" - გიორგი ქობულია მისი სახლის გაქურდვაზე საუბრობს

"პირად ცხოვრებაზე ნუ დამისვამთ კითხვას" - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრის „კურიერის“ შეკითხვას იმის შესახებ თუ, რა წაიღეს ქურდებმა მისი საცხოვრებელი სახლიდან.

ეკონომიკის მინისტრი არ უარყოფს, რომ წყნეთში გოგებაშვილის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

ქობულია ამბობს, რომ ვერ ისაუბრებს მისი სახლის გატეხვის შესახებ, რადგან ეს პირადი კითხვაა.

„სახლის გატეხვაზე ვერაფერს გეტყვით, ეს პირადი კითხვაა,“ - ამბობს ქობულია.

მინისტრი ასევე არ პასუხობს შეკითხვას, გრძნობს თუ არა თავს დაცულად, მას შემდეგ, რაც მის სახლში ქურდებმა შეაღწიეს.

მინისტრის სახლი, რომელიც წყნეთში, გოგებაშვილის 20 ნომერში მდებარეობს ქურდების სამიზნე რამდენიმე დღის წინ გახდა. როგორც ქობულიას მეზობლები ამბობენ, მათი ინფორმაციით, ქურდებმა სახლიდან საკმაოდ ღირებული ნივთები წაიღეს. 

დღის ამბები