AIR FRANCE-მა საქართველოში ფრენები დაიწყო - პირველი რეისი პარიზი თბილისის მიმართულებით დღის ბოლოს შესრულდა. საინაუგურაციო რეისის პირველი მგზავრი საქართველოს პრეზიდენტი იყო. მოლაპარაკებები მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და უძველეს ავიაკომპანიასთან ფრენების დანიშვნის თაობაზე ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.