17 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ჭავჭავაძის გამზირზე - სამართალდამცველებმა მუშების სოლიდარობის აქციაზე 6 პირი დააკავეს

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მუშების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა 6 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყო "თეთრი ხმაურის" წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

გვიან ღამით, ჭავჭავაძის 5-ნომერთან, იქ სადაც, ორი დღის წინ უბედური შემთხვევა მოხდა, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ორი მუშის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ, ჯერ უბედური შემთხვევის ადგილზე შესვლა, მოგვიანებით კი ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა სცადეს. რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა, პოლიციის წინააღმდეგობას კი დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტები კახა კალაძის საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ და თბილისის მერთან შეხვედრა მოითხოვეს. კალაძე მათთან სასაუბროდ არ გამოსულა, თუმცა მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერი მზად არის აქციის მონაწილეებს უახლოეს დღეებში შეხვდეს და მათი წინადადებები განიხილოს.

Related image„სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები, რომ ადამიანები ლამის ყოველ დღე არ იღუპებოდნენ ამ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების არ არსებობის გამო.

რაც შეეხება დაკავებას, ამ პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ მოქმედებდა პოლიცია, იყო თუ არა დაკავების წინაპირობა. მე ვსაუბრობ იმ სრული სურათის შექმნის საჭიროებაზე, რომელიც როგორც წესი ახლავს ასეთ პროცესებს თან,“-განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

დღის ამბები