17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
ვენეციის კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ 

საქართველოში ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის წევრები, სამართლებრივ პრობლემებზე სასაუბროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს იუსტიციის საბჭოში არსებული კრიზისული ვითარება გააცნეს. საუბარი ასევე უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხს და მისი გამჭვირვალობის მნიშვნელობას შეეხო.

„ვენეციის კომისიამ სწორედ ჩვენი ინფორმაციის და მუშაობის საფუძველზე ჩაწერა დასკვნაში, რომ იუსტიციის საბჭოს მიმართ არის კრიტიკა და უკმაყოფილება და აუცილებელია ის დაექვემდებაროს რეფორმას. ეს წინადადება გულდასმით დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“ და არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ საბჭოს მარეგულირებელი კანონმდებლობა შერჩევის წესი შეიცვალოს,“-განაცხადა იურისტმა ანა ნაცვლიშვილმა.

ვენეციის კომისიის წევრებმა შეხვედრა გამართეს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან და თავმჯდომარესთან.

დავით ასათიანის განცხადებით, ვენეციის კომისია მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე რეკომენდაციების შემუშავებისას ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ რეალობას გაითვალისწინებს.

„ჩვენ ვენეციის კომისიასთან აღვნიშნეთ, რომ ნდობის გასაძლიერებლად მართლმსაჯულებისა მნიშვნელოვანია, კარი გაიხსნას ყველა რეპუტაციის იურისტისთვის, რათა მოხდეს მათი წარდგენა უზენაეს სასამართლოში, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ეს კანონპროექტი გარკვეულ ბარიერებს აწესებს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ დამატებითი ბარიერების შექმნა იურიდიული პროფესიისთვის და წარმატებული, კვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის მქონე იურისტებისთვის, არ არის საჭირო,“-აცხადებს დავით ასათიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები