მიწისძვრა საქართველოში - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით, 11:30 საათზე, რაჭაში, ქალაქ ონთან 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3კმ-ში, სოფელ ნაკიეთში იგრძნობოდა.
მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა გვიან ღამით, კახეთშიც. ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტი იყო.
სტიქიას ნგრევა არ მოჰქოლია.