„გაიცანი, იგრძენი, შეიყვარე“ - ამ სლოგანებით აუტიზმის საერთაშორისო დღე 62-ე სკოლის 8-ე კლასის მოსწავლეებმა სპეციალური აქციით აღნიშნეს.
აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღესთან დაკავშირებით, მოზარდებმა აუტიზმის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად საკუთარი ძალისხმევით მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც დღეს ქუჩებში და ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოქალაქეებს დაურიგეს.
„ჩემი მოსწავლე არის აუტიზმით გამორჩეული, რომელიც ძალიან გვიყვარს, გამორჩეულად გვიყვარს, რომელთანაც ბავშვებს აქვთ შესანიშნავი ურთიერთობები. მხარდამჭერი აქცია დავგეგმეთ ერთად, ჩვენივე ხარჯებით, ჩენივე იდეებით იმისათვის, რომ ადამიანებმა გაიცნონ, იმისათვის, რომ შეიყვარონ ისინი. ჩვენი წამყვანი სლოგანი არის „გაიცანი, იგრძენი, შეიყვარე,“ - განაცხადა 62-ე სკოლის პედაგოგმა, ლიზი ნიჟარაძემ.