ჩხოროწყუში სამშობიარო სახლის დახურვის გამო, ქალმა სასწრაფოს დახმარების მანქანაში იმშობიარა.
ჩხოროწყუს სამშობიაროს ლიცენზია ამორტიზირებული შენობის გამო გაუუქმდა. ახალი საავადმყოფოს პროექტი არსებობს, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა.
პაციენტებს სამედიცინო დახმარების მიღება სენაკში ან ზუგდიდში უწევთ.
დღეს სამშობიარო ტკივილების დაწყების შემდეგ მშობიარემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა, სამედიცინო ბრიგადამ კლინიკამდე პაციენტის მიყვანა ვეღარ მოასწრო და მშობიარობა ავტომობილში მიიღო.