17 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
საავადმყოფოებში საბავშვო ბაღში მოწამლული 20-ზე მეტი ბავშვი რჩება

ბოლო ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღიდან თელავის რეფერალურ და ბავშვთა საავადმყოფოებში 20-ზე მეტი ბავშვი რჩება. 

პედიატრ-ინფექციონისტის, ლალი ჯიქურაშვილის, თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ბავშვების მოწამვლა საკვებში არსებული დაუზუსტებელი სხვა მავნე ნივთიერებების ტოქსიკურმა ეფექტმა გამოიწვია.

"ჩვენთან, ბავშვთან საავადმყოფოში, 13 აღსაზრდელია მოთავსებული, მათგან 4-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ყველა აღსაზრდელი  სტაციონარშია იმყოფება  და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. როდის გავწერთ ბინაზე, ამაზე საუბარი ახლა მიჭირს,"- ამბობს მკურნალი ექიმი.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თელავის ორ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს .

 

ამავე თემაზე
დღის ამბები