17 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
თელავის სოფელ ართანაში მშენებლობაზე 4 მუშა დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მშენებლობაზე ოთხი მუშა დაშავდა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, ბესო გაიპარაშვილის, ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მუშები ბეტონს ასხამდნენ, რა დროსაც ხარაჩო ჩაიმტვრა.

ოთხივე დაშავებული კონტაქტურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟები.

დღის ამბები