17 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
დევნილებმა ერთი კორპუსი გაათავისუფლეს, მეორეში კი ისევ რჩებიან

დევნილების პროტესტი ისევ გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტრომ შეთანხმებას ბინებში შეჭრილთა მხოლოდ ნაწილთან მიაღწია, რის შემდეგაც დევნილებმა დირსის ერთი კორპუსი გაათავისუფლეს. მეორე კორპუსში კი იძულებით გადაადგილებული პირები კონკრეტული მოთხოვნების შესრულებამდე ისევ რჩებიან. 

ადგილზე დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, იმყოფებოდა, თუმცა უშედეგოდ.

„ისევ რჩებიან ადგილზე. სამი დღეა, მშივრები, მწყურვალები ვართ, არც შეტანა. მადლობა ღმერთს, დღეს შეატანინეს, თორემ სიცივით წყდებიან. წყალი მათთვის არ არის და სითბო. გასაქანს არაფერს გვაძლევენ, არც მოლაპარაკებაზე მოდიან. სადამდე უნდა ვიყოთ ასე, სადამდე უნდა დავწყდეთ? მაინცდამაინც დასაწყვეტად გვიმეტებენ ამდენ ხალხს? სიკვდილ-სიცოცხლის ფასად არ ვტოვებთ ტერიტორიას. ამათთან ლაპარაკს რა აზრი აქვს. სულ ტყუილი ფაქტები და ტყუილი ლაპარაკი. სხედან კაბინეტებში, ვინ გვაკითხავს, ერთი გიორგაძე მოდის და რას ამბობს, ისიც ტყუილს,“ - განაცხადა დევნილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დევნილების ის ნაწილი, ვინც კონკრეტული პირობების მიღების შემდეგ კორპუსი დაცალეს, ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას გამართავენ.

დევნილებმა საცხოვრებელი კორპუსი 4 დღის წინ დაიკავეს. დირსის ტერიტორია სამართალდამცავებს ალყაში აქვთ მოქცეული.  

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები