ურთიერთობის ახალი ეტაპი - დევნილებს, რომლებიც „დირსის“ კორპუსში იყვნენ შეჭრილი, ხელისუფლება დღეიდან სამუშაო რეჟიმს სთავაზობს. ჯანდაცვაში განმარტავენ, რომ
ყველა ოჯახის საკითხი ინდივიდუალურად გავლილი აქვთ და დეტალებზე მსჯელობა
დღეს უკვე სამინისტროში მოხდება. „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილმა 130-მდე ოჯახმა დაპირების მიღების შემდეგ, ტერიტორია გუშინ დატოვა, თუმცა რამდენიმე ათეული ოჯახი ადგილზე მაინც რჩება. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება.