17 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
კირკიტაძის საქმე - გურჯაანის რაიონულ სასამართლოში პროცესი იწყება

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი იწყება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ფარგლებში მოწმე პოლიციელები დაიკითხებიან.

კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, დაცვის მხარე რაიმე სახის შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს. კონდახაშვილი ასევე ამბობს, რომ შემდგომ პროცესზე მოსამართლე ვალდებული იქნება ბრალდებულის პატიმრობის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე იმსჯელოს.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძის წინასასამართლო პროცესზე მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღის ამბები