რუსეთის შემდეგ საქართველო პატიმრების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს - ევროპის საბჭომ 2018 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 252 პატიმარი მოდის. ასეთი მაჩვენებლით საქართველო აზერბაიჯანსაც კი უსწრებს.
2008-2018 წლებში საქართველოში პატიმრების რაოდენობა 43.3 %-ით შემცირდა, თუმცა დღეის მდგომარეობით, ის კვლავ მაღალია.
საგანგაშოა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ანგარიშის მიხედვით ყოველ 10 ათას პატიმარზე საქართველოში დაახლოებით 10 გარდაცვალების შემთხვევა მოდის.