„დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში ამ დრომდე 170 ოჯახი რჩება. რამდენიმე მათგანი უკვე მეხუთე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. კორპუსი კვლავ სამარათლდამცველებით არის გარშემორტყმული და დევნილებს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ისევ არ მიეწოდებათ.
კორპუსში შეჭრილმა დევნილების ნაწილმა დღეს ღობე გაარღვია, საიადანაც „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში, რამდენიმე ადამიანი შევიდა. დევნილები ამბობენ, რომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
„ჩვენ სანამ არ მოგვცემენ ბინებს, ორდერებს არ მოგვცემენ, არანაირი მოლაპარკება არ იქნება. მოგვცენ, ბატონო, ორდერები, ჩვენ გავალთ, გაარემონტებენ და მოვალთ. ან თუნდაც სხვაგან მოგვცენ სადმე... სხვა ვარიანტი აქ აღარ არსებობს,“- აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.