17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
გამოკითხულ ქალთა 21% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროება ხდება

საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელიც „ფონდ ღია საზოგადოება საქართველომ“ გამოაქვეყნა, გამოკითხულ ქალთა 21% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროება ხდება.

ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცეს გამოკითხული მამაკაცების ნაწილმაც. გამოკითხულ მამაკაცთა 14% თვლის, რომ სამსახურში სექსუალური შევიწროება ხდება.

კვლევა 2018 წლის 16-27 ნოემბერს ჩატარდა. შეჯამებულია 1786 დასრულებული ინტერვიუ ყველა რეგიონში. ცდომილება 2.9%-ს წარმოადგენს.

დღის ამბები