მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მონასტერთან მდებარე კელიას მოედო. მთლიანად დამწვარია მეორე სართული. სასულიერო პირების საცხოვრებელი ხისგან იყო დამზადებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 200 მ² ფართობი.
ხანძრის გაჩენის დროს კელიებში ბერები არ იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მარტვილის მამათა მონასტრის კელიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ისინი ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.
ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.