17 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო სხდომის დახურვას ხმაური მოჰყვა 

ხმაური გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დავით კირკიტაძის პროცესზე - საქმის განხილვაზე მყოფებმა, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ, დარბაზში ხმაურისა და ხელშეშლის მოტივით ახსნა, რასაც დამსწრეთა მხრიდან პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. მათი თქმით, მოსამართლემ კანონსაწინააღმდეგო და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.

სხდომის დახურვამდე  პროცესზე ველისციხის ეპიზოდთან დაკავშირებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს 4 მოწმე დაიკითხა. საქმე ეხებოდა პოლიციელების მიერ ავტობუსით გზის გადაკეტვის ნაწილში მტკიცებულებათა გამოკვლევას.

„მოწმეებმა არ იცოდნენ რა უნდა ეთქვათ. მოწმეები არ იყვნენ დარიგებულები კარგად და სათანადოდ. ამბობდნენ ერთს, იყო მეორე. ამბობდნენ ურთიერთგამომრიცხავ რაღაცას. აი, სწორედ ამის გამო დაიხურა სხდომა და ამის გამო აი, ეს პროკურორები, მონები ჩვეულებრივი, იყვნენ ჩაკეტილები და არიან ჩაკეტილები მოსამართლესთან და აი, ასე სამარცხვინოდ თათბირობენ ეს ადამიანები და უთანხმებენ მოსამართლეს იმას, რა უნდა მოხდეს შემდეგ პროცესზე,“- განაცხადა "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" დირექტორმა გიორგი კაპანაძემ.

სასამართლოს პროცესს უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი უწოდა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ. 

„ამისთანა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი არ მინახია. ეხვეწება პროკურორი მოწმეს, თქვი, კაცო, რაც ვითომ ჩვენებაში ჩაწერილი გაქვსო და არ ახსოვს იმ საწყალს რა უნდა თქვას. იწურება ოფლში, ეს კიდევ ეუბნება, შენ შენი ჩვენება გახსოვსო? ამაზრზენი არის ეს ყველაფერი,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძე. 

დღის ამბები