17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
"ჩვენ ვართ ახალგაზრდები, თუმცა ეს არ ნიშნავს არაკომპეტენტურობას" - "სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლები კახა კალაძეს პასუხობენ 

შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით ჩატარებული აქციის ორგანიზატორები თბილისის მერს პასუხობენ.

საუბარია კახი კალაძის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ მზად იყო შეხვედროდა ახალგაზრდებს, რომლებიც მოითხოვდნენ შრომითი უსაფრთხოების დაცვას, მაგრამ როცა კადრებში პოლიტიკოსები დაინახა, მისთვის ყველფერი ცხადი გახდა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პოლიტიკოსები აქციას მართლაც შეუერთდნენ, თუმცა მათი მოძრაობა არ არის რომელიმე პარტიის დაქვემდებარებაში.

"სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ახალ აქციებს აანონსებენ.

„მინდა თბილისის მერს მივმართო, რომ დიახ ჩვენ ვართ ახალგაზრდები, თუმცა ეს არ ნიშნავს პირდაპირ ჩვენს არაკომპეტენტურობას. აქციაზე იყვნენ მოსული გარკვეული პარტიული წარმომადგენლების მქონე პირები, რომლებსაც ჩვენ პირდაპირ განვუცხადეთ, რომ ჩვენ მათთან ერთად არ ვიბრძოლებთ, არ ვიმუშავებთ. ეს მოძრაობა არის აბსოლუტურად დაცლილი პარტიულობისგან, თუმცა არის ნამდვილად პოლიტიკური იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვთ უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა მოძრაობის წარმომადგენელმა ნენო ჩარკვიანმა.

დღის ამბები