ხელვაჩაურის პოლიციის შენობასთან მაჭახელას ხეობის მცხოვრებლები აქციას მართავენ - ისინი ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი კომპანია ხელისუფლებასთან გარიგებით, ხეობაში მინი ჰესის მშენებლობის დაწყებას აპირებს. ამ თემასთან დაკავშირებით პოლიციამ ოთხი ადამიანი დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, მთელი სოფელი მივიდა ჩვენების მისაცემად.
მაჭახელაში მცხოვრებლები ჰესების აშენებით გამოწვეულ რისკებზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ ხეობას ტურიზმის სფეროში დიდი პერსპექტივა აქვს და ხელისუფლებამ სწორედ მის განვითარებაზე იზრუნოს.