"საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება. ახალი სავაჭრო ცენტრი ”სითი მოლი საბურთალო” 120 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სივრცე იქნება. მშენებლობას "IG Development Georgia" ახორციელებს.
სესხის ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობით გაიცა.
"საქართველოს ბანკსა" და "IG Development Georgia"-ს შორის შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
„საქართველოს ბანკმა“ „ევრო ბანკთან“ ერთად მიიღო მონაწილეობა ამ დაფინანსებაში და ეს დაფინანსება დაახლოებით 34 მილიონი დოლარი იყო „საქართველოს ბანკის“ მხრიდან და მე მგონია ეს ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომელიც ამ ქვეყანას, ქალაქს, შესძენს საინტერესო ობიექტს და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას შეუწყობს ხელს და ამაში „საქართველოს ბანკი“ რომ მონაწილეობას ღებულობს, ეს ჩვენთვის მხოლოდ პატივია,“ - განაცხადა ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ვასილ ხოდელმა.