17 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ტაქსის მძღოლების პროტესტი - მასშტაბური აქცია 11 აპრილს გაიმართება 

ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან - აქციის გამართვის მოთხოვნით დედაქალაქის მერიას "ლეიბორისტულმა" პარტიამ მიმართა. 

ტაქსის მძღოლების მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა 11 აპრილს, აღმაშენებლის ხეივნიდან დაიწყება და ბიძინა ივანიშვილის სახლთან დასრულდება.

მძღოლების უპირობო მოთხოვნად კახა კალაძის მიერ ინიცირებული ტაქსების რეგულაციის გაუქმება რჩება.

„შევიტანეთ ოფიციალური გაფრთხილება იმის შესახებ, რომ 11 აპრილს გაიმართება ტაქსის მძღოლთა საპროტესტო მარში. შეკრება მოხდება აგრარული უნივერსიტეტის წინ აღმაშენებლის ხეივანზე და გაემართება ეს საპროტესტო მარში ივანიშვილის სასახლესთან, რათა ალყაში მოვაქციოთ ის, რადგანაც ამ ადამიანებს სტოვებენ უმუშევრად იმ მაფიოზური სქემების გამო, რომელიც დაატრიალა კალაძემ და ივანიშვილმა,"- განცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები