სახანძრო მანქანა, რომელითაც მარტვილის მამათა მონასტერში გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს, მოულოდნელად სავალი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მეხანძრეებს, რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ, მცირე დაზიანებები აღენიშნებოდათ. მათ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ამ დროისათვის, ავარიის მიზეზი დაუდგენელია. სახანძრო მანქანის მძღოლი კი დაკითხვაზეა გადაყვანილი.
„სახანძრო მანქანა მარტვილიდან უკვე მოდიოდა და შეხვდა მანქანა. შეიქმნა ავარიული სიტუაცია და ამის აცდენის მიზნით, გადაბრუნდა ეს მანქანა და ეს. ის მანქანა არის წასული, არავინ არ იცის რა მანქანაა, ეს არის როგორც ვიცით ჩვენ და როგორც გავიგეთ. დაშავებული არავინ არ არის,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ხვიჩა წოწონავა.