სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბის წევრებს შეხვდა. ეს იყო პირველი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბთან პრეზიდენტის სასახლეში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გამართა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებს, მათ გაძლიერებას და თავდაცვის ძალების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებს. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დაისახა ერთობლივი ნაბიჯები.