03 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
თავის ქალის ტრეპანაცია, ტვინის ტრავმული დაზიანება და ოპერაცია - კახეთში პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებენ

თავის ქალის ტრეპანაცია, ტვინის ტრავმული დაზიანება, ჰემატომა და ურთულესი ოპერაცია - ასეთი შედეგით დასრულდა 55 წლის მამაკაცის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა.

კახეთში, სოფელ კაჭრეთში ჰყვებიან, რომ მათი თანასოფლელი, ზვიად მთავრიშვილი განყოფილებაში პოლიციელებმა სცემეს. ადგილობრივები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

„გახარია გამოდის და აკეთებს პასუხებს, რომ პოლიციას, ვინც რამეს დაუშავებს, უნდა გასამართლდეს. პოლიცია რომ უშავებს რიგით მოქალაქეებს, ის რატომ არ უნდა გაასამართლონ?“ - აცხადებენ ადგილობრივები.

რა მოხდა კაჭრეთში, რის გამო დააკავეს სამართალდამცველებმა ზვიად მთავრიშვილი და დასტურდება თუ არა გამოძიებით ძალადობის ფაქტი - დეტალები იხილეთ 21:00 საათზე „კურიერში“.

დღის ამბები