17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
მარნეულის კულტურის სახლის ადმინისტრაცია ენმ-ს წევრებს საარჩევნო შეხვედრის მოწყობაზე უარს ეუბნება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მარნეულის მერიას განცხადებით მიმართეს. ოპოზიციის წარმომადგენლები მერობის კანდიდატის წარდგენას მარნეულის კულტურის სახლში ითხოვდნენ, რაზეც კულტურის სახლის ადმინისტრაციამ  უარი განუცხადა. უარი კი, დაწესებულების ადმინისტრაციამ იმ გარემოებით ახსნა, რომ იქ 11 აპრილს სხვა ღონისძიება იყო დაგეგმილი.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წუთამდე მარნეულის მერიაში იმყოფებიან და ხელმძღვანელი პირებისგან განმარტებებს ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ფერაძის განცხადებით, კულტურის სახლის ადმინისტრაცია მათ უარს განგებ ეუბნება, ვინაიდან ოპოზიციამ საარჩევნო შეხვედრის მოწყობა 11 აპრილის ნაცვლად თვის სხვა რიცხვებშიც ითხოვა, თუმცა მაინც უარი მიიღო.

“დღეს არის „ ქართული ოცნება“ ძალიან შეშინებული და ყოველთვის და დღესაც აკეთებენ ზეწოლას ყველა საარჩევნო პროცესების დროს. ჩვენ გვინდა ნორმალურად ჩავატაროთ არჩევნები და გვინდოდა, რომ კულტურის სახლში ჩაგვეტარებინა საარჩევნო შეხვედრა, მაგრამ უარს გვეუბნება მიზანმიმართულად მარნეულის გამგეობა,“ - აცხადებს ფერაძე.

დღის ამბები