ქვეყანაში შესაძლოა, პური კიდევ გაძვირდეს. ამ პროგნოზებს მკვლევარები აკეთებენ და პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდას საერთაშორისო ბაზარზე ხორბალზე ფასის მატებას უკავშირებენ.
მკვლევარი, სალომე დეისაძე პურის ფასის კიდევ უფრო მეტად ზრდას აანონსებს და ამბობს, რომ ამ დროისთვის ფასი, მთლიანობაში, 10.9 პროცენტით გაიზარდა.
„ველოდებით პურის ფასის ზრდას და ამის განმაპირობებელი ფაქტორი ასევე შეიძლება იყოს რუსეთის ბაზარი, იმიტომ, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტის დაახლოებით 90 პროცენტი შემოდის რუსეთიდან, აშშ-ის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ რუსეთის წარმოება შემცირდება მთელი 16 პროცენტით, ხოლო ეს რუსეთის ექსპორტს შეამცირებს 11 პროცენტით. რასაკვირველია, ეს აუცილებლად იმოქმედებს ხორბლის ფქვილის და ხორბლის პურის ფასზე,“ - განაცხადა სალომე დეიძემ.
ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ პურის გაძვირება ავტომატურად გამოიწვევს სხვა პროდუქტების გაძვირებასაც.