განგაში თბილისის მეტროში - მეტროსადგურ "300 არაგველზე" მგზავრებს მატარებლის ვაგონი დაატოვებინეს. მიზეზი არ განუმარტეს, თუმცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოსთხოვეს რომ სხვა ვაგონში გადამსხდარიყვნენ. რაც შეეხება დაცლილ მატარებელს, ის სპეციალური ჩიხში გადაიყვანეს.
„300 არაგველზე" როგორც კი შევედით, გარედან ატყდა განგაში. თავიდან ჩხუბი გვეგონა და შემდგომ საპატრულო პოლიციის ფორმებით ჩამოიარეს. დაიყვირა ვიღაცამ განგაშიაო და მთელი ვაგონი დაგვცალეს. თან გადაამოწმეს რომ მგზავრი არავინ დარჩენილიყო. შემდეგ ერთად შეგვკრიბეს. თავიდან ინფორმაცია არაფერი არ მოგვაწოდეს. რამდენიმე წუთში გვითხრეს რომ შეგვეძლო შემდეგ გამვლელ ვაგონს გავყოლოდით. არავინ არ თქვა რა მოხდა. უბრალოდ ატყდა ამბავი რომ განგაში იყო და უნდა დაგვეცალა ვაგონები ყველას,“-განაცხადა თამარ ხუციშვილმა.
მგზავრები ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევები მეტროსადგურებში ხშირად ხდება.