დავითი გაიქცა ქვეყნიდან - ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო ქვეყნიდან წავიდა.
ლევან გორელაშვილის ამბობს, რომ მათი მიზანი არ ყოფილა მეფის ციხეში გამოკეტვა, თუმცა დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და მისმა ადვოკატმა არასწორი გზა აირჩიეს, როდესაც დაიწყეს მტკიცება, რომ მეფისგან დედოფალზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
"ძალადობასაც და იმ სხვა დანაშაულის ნიშნებსაც, რომელსაც დავითის ქმედებებში ადგილი ჰქონდა იყო ნამდვილი და ამის დადასტურება საგამოძიებო ორგანოებისთვის იქნება ძალიან მარტივი. ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა დავითის გისოსებს მიღმა გამოკეტვა. ეს პროცესი დაიწყო მათმა არჩეულმა სტრატეგიამ, როცა ხდება ძალადობის ფაქტების უარყოფა, ჩვენ იძულებული ვხდებით, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და ამ სიმართლის დამტკიცების პროცესში ვართ, როცა დავინახეთ, რომ დავითი გაიქცა ქვეყნიდან,“- განაცხადა ლევან გორელაშვილმა.