17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - გოჩა გორგოძე შსს-ში გამოკითხეს

გოჩა გორგაძე, რომელსაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა
გაუგზავნეს, შსს-ში გამოკითხეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”ძლიერი ერთიანი საქართველოს” თანადამფუძნებელს დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების ლინკი ორი დღის წინ გაუგზავნეს, რის შემდეგაც გორგაძემ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას მიაწოდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გორგაძე არ არის ერთადერთი, ვისაც ფარული ვიდეომასალა გამიზნულად გაუგზავნეს.

„იმდენად დაბნეული ვიყავი და შეშინებული ჩემი მეგობრებიდან გამომდინარე, რომლებიც დააკავეს წინა ეტაპზე და გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. ლათინური ასოებით ეწერა გვარი და სახელი და აღარ მივაქციე ყურადღება, ჩემი მეგობარი მეგონა და... წავშალე ყველაფერი სამწუხაროდ, შიშისგან წავშალე... თავის დაზღვევის მიზნით დავუკავშირდი მეგობრებს, ჩემი ორგანიზაციის წევრებს და გადავწყვიტეთ, რომ  მიგვემართა პოლიციისთვის და განგვეცხადებინა ამ ფაქტთან დაკავშირებით,“- განაცხადა გორგოძემ.

დღის ამბები